BBC-ის წამყვანი, რეიჩელ ბლენდი, ძუძუს კიბოთი ოთხშაბათს გარდაიცვალა. როგორც მის ბლოგზე წერია, სიცოცხლის ბოლო დღეებში ის 3 წლის შვილის მომავალი 18 დაბადების დღისთვის საჩუქრებს ამზადებდა.

ორშაბათს რეიჩელმა ტვიტერზე დაწერა, რომ სიცოცხლის რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი და მეგობრებს გამოემშვიდობა:

"როგორც ლეგენდარული ფრენკ სინატრა იტყოდა, მეგობრებო, ვშიშობ, რომ, უეცრად, ჩემი დრო მოვიდა. მხოლოდ დღეები მაქვს დარჩენილი. ეს ყველაფერი ძალიან სიურრეალურია. მადლობა მხარდაჭერისთვის".

ის თავის ავადმყოფობასა და მკურნალობის პროცესზე პირად ბლოგზე, Big C, Little Me [დიდი კიბო, პატარა მე] ყვებოდა და პოდკასტებსაც რეგულარულად ათავსებდა.

"გადავწყვიტე საჩუქრების შეფუთვა დავიწყო, ის მათ 4-დან 21 წლამდე, ყოველ დაბადების დღეზე გახსნის", - წერს ის თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ბლოგში.

მისი ბოლო ტვიტიდან 48 საათიც არ იყო გასული, როცა რეიჩელის ქმარმა, სტივმა ცოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.