პლანეტის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ადამიანებიც კი მიღწეულ წარმატებამდე და დიდებამდე, სკოლის ან რომელიმე უნივერსიტეტის რიგითი მოსწავლეები იყვნენ, თუმცა მათი ცხოვრების ეს პერიოდი ცოტა ჩვენგანმა თუ იცის.

გაინტერესებთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, მადონა ან პრინცი უილიამი, როცა ჯერ კიდევ სწავლობდნენ?! მაშინ განაგრძეთ კითხვა და ნახეთ 15 ფოტო, რომელიც მათი ახალგაზრდობის საინტერესო პერიოდს ასახავს.

1. ბარაკ ობამა, 1990 წელი

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი 2009-2017 წლებში.

2. ბილი და ჰილარი კლინტონები, 1979 წელი

ბილ კლინტონი აშშ-ს 42-ე პრეზიდენტია, ხოლო ჰილარი კლინტონი ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც 2009-2013 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო.

3. მადონა, 1974 წელი

მადონა ცნობილი ამერიკელი პოპ ვარსკვლავია, რომლის სიმღერებიც, მსოფლიოში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

4. ელიზაბეტ ტეილორი, 1950 წელი

ელიზაბეტ ტეილორი ჰოლივუდის კაშკაშა, ორგზის ოსკაროსანი მსახიობი იყო.

5. მაიკლ ჯორდანი, 1983 წელი

მაიკლ ჯორდანი ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელია.

6. პრინცი უილიამი, 2004 წელი

კემბრიჯის ჰერცოგი პრინცი უილიამი ელისაბედ II-ის შვილიშვილია. ის გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეა ბებიისა და მამის შემდეგ.

7. პრინცი ჰარი, 2003 წელი

პრინცი ჰარი გაერთიანებული სამეფოს ტახტის მე-6 მემკვიდრეა.

8. რონალდ რეიგანი, 1940 წელი

რონალდ რეიგანი აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი და კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი იყო.

9. მეტ დეიმონი, 1988 წელი

დეიმონი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერია.

10. ჯეს ოუენსი, 1933 წელი

ამერიკელი სპორტსმენი, რომელმაც 1936 წლის ოლიმპიადაზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა.

11. არნოლდ შვარცენეგერი, 1958 წელი

ამერიკელი მსახიობი 2003-2011 წლებში კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი იყო.

12. ოპრა უინფრი, 1971 წელი

ოპრა უინფრი ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი და პროდიუსერია.

13. ლაიზა მინელი, 1954 წელი

ლაიზა მინელი ამერიკელი მომღერალი და მსახიობია, რომელმაც სახელი 1972 წელს, ფილმ კაბარეში მონაწილეობით გაითქვა.

14. ჯორჯ უოლკერ ბუში, 1946 წელი და ჯორჯ ბუში, 1968 წელი

ჯორჯ უოლკერ ბუში აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი, ხოლო ჯორჯ ბუში აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი და ტეხასის შტატის 46-ე გუბერნატორი იყო.

15. პრინცი ჩარლზი, 1977 წელი

პრინცი ჩარლზი დედოფალ ელისაბედ II-ის ვაჟი და ტახტის მომავალი მემკვიდრეა.