ბავშვობაში დისნეის ერთი ანიმაცია მაინც თუ გაქვთ ნანახი, ცნობილი ფრაზა "ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად" აუცილებლად გექნებათ მოსმენილი.

ხელოვანი ჯეფ ჰონგიც მათ შორის არის, ვინც კონკიას, მძინარე მზეთუნახავისა თუ მაუგლის საოცარ თავგადასავლებზე გაიზარდა, თუმცა ზრდასრულ ასაკში მიხვდა, რომ რეალური ცხოვრება სულაც არ ჰგავს უდარდელ ზღაპარს.

ჯეფმა საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და დამაფიქრებელი ფოტოსერია შექმნა, სადაც დისნეის საყვარელი პერსონაჟების ცხოვრება რადიკალურად შეცვლა და სცადა, რომ მისი ნამუშევრების მნახველებს, კონკრეტულ სოციალურ პრობლემებზე ყურადღება გაემახვილებინათ.

გაინტერესებთ, თუ რა მოხდებოდა დისნეის ცნობილ ანიმაციებს ცუდი დასასრული რომ ჰქონოდათ?! მაშინ განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ჯეფის 15 დამაფიქრებელი ნამუშევარი:

1. მაუგლი "ბეტონის ჯუნგლებში" აღმოჩნდებოდა

ფოტო: Jeff Hong

2. 102 დალმატინელს გალიებში გამოკეტავდნენ

ფოტო: Jeff Hong

3. ვინი პუჰს გაჩეხილ ტყეში მოუწევდა ცხოვრება

ფოტო: Jeff Hong

4. მულანი დაბინძურებული ჰაერით დაავადდებოდა

ფოტო: Jeff Hong

5. პატარა ქალთევზას კი საწვავით დაბინძურებულ წყალში მოუწევდა ცურვა

ფოტო: Jeff Hong

6. არიელის განუყრელ მეგობარს კი დაატუსაღებდნენ

ფოტო: Jeff Hong

7. ელისი "ჯადოსნურ" ელექსირებს შეეჩვეოდა

ფოტო: Jeff Hong

8. უკომენტაროდ...

ფოტო: Jeff Hong

9. სიმბას გაუსაძლისი სიცხე დაასუსტებდა

ფოტო: Jeff Hong

10. პიტერ პენის მეგობრები კი ქუჩაში, უპატრონოდ იცხოვრებდნენ

ფოტო: Jeff Hong

11. ელზას ყინულის სასახლეს გლობალური დათბობა გაანადგურებდა

ფოტო: Jeff Hong

12. დამბოს ცირკში უკრავდნენ თავს

ფოტო: Jeff Hong

13. რემის ცდების ჩასატარებლად ლაბორატორიაში მოათავსებდნენ

ფოტო: Jeff Hong

14. ლილოს ოჯახი კი სახლის გარეშე, ქუჩაში დარჩებოდა

ფოტო: Jeff Hong

15. პატარა წიწილას თავს საშინელი რეალობა დაატყდებოდა

ფოტო: Jeff Hong

როგორც ხედავთ, ჩვენი საყვარელი პერსონაჟების ცხოვრებაში, ბედნიერი დასასრულის ნაცვლად, სწორედ ის მოხდებოდა, რაც რეალურ ცხოვრებაში ისედაც ყოველდღიურად ხდება.