14 სექტემბრიდან სამყარო მეხუთედ გადაეშვება ჯერ არნახულ თავგადასავლებში, რადგან სწორედ ამ დღეს გამოდის ნეტფლიქსის უსაზღვროდ მაგარი ანიმაციური სერიალის, Bojack Horseman, ახალი სეზონი.

ახლახან არხმა მეხუთე სეზონის პირველი ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა:

როგორც ამ პატარა ტრეილერიდან ვიგებთ, ბოჯეკი ტელევიზიას ახალი შოუთი, Philbert, უბრუნდება. საინტერესო ამბები გველის არა?!

რა თქმა უნდა ამ სეზონშიც ვიხილავთ დაიანას, პრინცესა კაროლინს, ტოდსა და ბატონ არაქისის კარაქს.

ანიმაციური სერიალის პრემიერა 2014 წელს შედგა. მას Rotten Tomatoes-ზე 89%-იანი შეფასება აქვს.