გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძარცვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 27 აგვისტოს ერთ პირს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, ტელეფონი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.