ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან მერვედფინალში გამართულ მატჩს გამოეხმაურა:

"დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. დიდი სითბო ვიგრძენი და მადლობა ამისთვის. ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო და რაფას შემდეგ რაუნდში წარმატებებს ვუსურვებ".

ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე მსოფლიოს პირველ ჩოგანთან ოთხიდან სამი სეტი წააგო: 6-3, 6-3, 6-7 (6-8), 6-4.

ნადალმა თამაშის შემდეგ თქვა, რომ ბასილაშვილი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო:

"ის ძალიან ძლიერად ურტყამდა ბურთს. ხანდახან მეგონა, რომ მე საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი ბურთს. მთელი თამაში მიწევდა ძლიერი დარტყმების მოგერიება. ის ძალიან რთული მეტოქეა".