კომისია: სკოლებში გაზრდილია ბულინგი, იარაღის ტარება, გაპარვა, გაკვეთილების ჩაშლა
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებში გაზრდილია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოსწავლის მხრიდან მოსწავლის ჩაგვრა/ბულინგი, იარაღის ტარება, სკოლიდან გაპარვა, გაკვეთილების ჩაშლა. დღეს, 2 აგვისტოს ჩატარებული სხდომა სკოლებში უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა.
საგამოძიებო კომისიაში მიიჩნევენ, რომ ფაქტორები, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის წინაპირობა გახდა, წარმოადგენს სისტემურ და მზარდ პრობლემას. მათივე თქმით, სტატისტიკა ადასტურებს სკოლებში უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ პრობლემებს.
დასკვნაში წერია, რომ საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები:
- 2015-16 სასწავლო წელი – 2582 შემთხვევა;
- 2016-17 სასწავლო წელი - 2538 შემთხვევა;
- 2017-18 სასწავლო წელი - 3673 შემთხვევა.
მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სტატისტიკა ასევე გაზრდილია კონფლიქტში მონაწილე პირების სკოლებში. კერძოდ:
51-ე საჯარო სკოლა
- 2015-16 სასწავლო წელი - 77 შემთხვევა; 2016-17 სასწავლო წელი - 92 შემთხვევა; 2017-18 სასწავლო წელი - 139 შემთხვევა.
1-ლი ექსპერიმენტული
- 2015-16 სასწავლო წელი - 13 შემთხვევა; 2016-17 სასწავლო წელი - 31 შემთხვევა; 2017-18 სასწავლო წელი - 62 შემთხვევა.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად არის მომატებული სკოლებში აკრძალული ნივთების მოხმარება.
- 2015-16 სასწავლო წელი – 1806 შემთხვევა;
- 2016-17 სასწავლო წელი - 1866 შემთხვევა;
- 2017-18 სასწავლო წელი - 2452 შემთხვევა;
ზრდადია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვისა და გაკვეთილების ჩაშლის სტატისტიკა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ხორავას ტრაგედიაში მონაწილე სკოლებში. კერძოდ:
სკოლიდან გაპარვა ქვეყნის მასშტაბით:
- 2015-16 სასწავლო წელი - 8403 შემთხვევა;
- 2016-17 სასწავლო წელი - 8951 შემთხვევა;
- 2017-18 სასწავლო წელი -10838 შემთხვევა.
სკოლიდან გაპარვა მონაწილე პირების სკოლებში:
51-ე საჯარო სკოლა
- 2015-16 სასწავლო წელი - 82 შემთხვევა; 2016-17 სასწავლო წელი - 81 შემთხვევა; 2017- 18 სასწავლო წელი - 116 შემთხვევა.
1-ლი ექსპერიმენტული
- 2015-16 სასწავლო წელი - 124 შემთხვევა; 2016-17 სასწავლო წელი - 186 შემთხვევა; 2017-18 სასწავლო წელი - 289 შემთხვევა.
გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა ქვეყნის მასშტაბით:
- 2015-16 სასწავლო წელი - 4495 შემთხვევა;
- 2016-17 სასწავლო წელი - 4853 შემთხვევა;
- 2017-18 სასწავლო წელი - 6553 შემთხვევა.
გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა მონაწილე სკოლებში
51-ე საჯარო სკოლა
- 2015-16 სასწავლო წელი -87; 2016-17 სასწავლო წელი -107 შემთხვევა; 2017-18 სასწავლო წელი -143 შემთხვევა.
1-ლი ექსპერიმენტული
- 2015-16 სასწავლო წელი - 42 შემთხვევა; 2016-17 სასწავლო წელი -129 შემთხვევა; 2017-18 სასწავლო წელი - 185 შემთხვევა.
რა უძღოდა წინ ხორავას ქუჩის ინციდენტს
საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის პირველი დეკემბრის ხორავას ქუჩის ტრაგედიას წინ უძღოდა:
- სკოლაში სასწავლო პროცესის დროს მომხდარი ჩაგვრის/ბულინგის საფუძველზე განვითარებული კონფლიქტი მე-11 და მე-9 კლასელებს შორის. კერძოდ, შესვენების დროს სკოლის საპირფარეშოში მე-11 კლასელების დ.ღ.-ს და დ.ნ-ს მხრიდან თ.ჩ.-ს და ა.ს.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჩაგვრას/ბულინგს, რის გამოც მოხდა შელაპარაკება;
- კონფლიქტური სიტუაცია გაგრძელდა დერეფანში, ერთი მხრივ, დ.ღ.-ს და ა.ს.-ს და მეორე მხრივ - დ.ნ.-ს და თ.ჩ.-ს შორის. შელაპარაკებაში ასევე მონაწილეობდა დავით სარალიძე. მოსწავლეები (დ.ნ. და თ.ჩ.) შეთანხმდნენ, რომ გაკვეთილების შემდეგ შეხვდებოდნენ და გააგრძელებდნენ საქმის გარჩევას;
- ა.ს. დაუკავშირდა თავის მე-12 კლასელ დეიდაშვილს - მ.კ.-ს და სთხოვა დახმარება;
- სასწავლო პროცესის დამთავრებამდე, 13:40 საათისთვის სკოლასთან შეიკრიბნენ ა.ს-ს დეიდაშვილი მ.კ. თავის მეგობრებთან ერთად (გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ., და გ.ი.), თ.ჩ., ა.ს. და მათი მე-9 კლასელი მეგობრები ს.ფ. და თ.ბ., ასევე, დ.ღ.-ს და დ.ნ.-ს მე-11 კლასელი მეგობრები. სკოლის წინ შეიკრიბა სულ დაახლოებით 30-35 სკოლის მოსწავლე, რომლებიც წავიდნენ საქმის გასარჩევად ბაქრაძის ქუჩისკენ.
დოკუმენტში წერია, რომ ორივე სკოლისთვის ცნობილი იყო ინციდენტში მონაწილე მოსწავლეებში გაზრდილი აგრესიული ფონის შესახებ. კერძოდ, მ.კ.-ს, ა.ს.-ს, დ.ღ.-ს და დ.ნ.-ს მიმართ დისციპლინური გადაცდომებისთვის სხვადასხვა დროს გამოყენებული იყო შესაბამისი სახდელები, თუმცა სკოლის მიერ არ გატარებულა დამატებითი პრევენციული ღონისძიებები არასასურველი ქცევის კორექციისა და მოზარდის პოზიტიური განვითარების მიზნით. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, ინციდენტში მონაწილე მოსწავლეები - თ.ჩ. და ს.ფ. ადრეც ფიგურირებდნენ სკოლაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში.
საგამოძიებო კომისიის წევრები დასკვნაში აღნიშნავენ, რომ საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 მოსწავლეს ჩადენილი ჰქონდა არაერთი დისციპლინური გადაცდომა 2017 წელს, კერძოდ:
- ა.ს. - გაკვეთილის ჩაშლა; მოსწავლეების არაერთგზის ფიზიკური შეურაცხყოფა;
- დ.ნ. - საგაკვეთილო პროცესის არაერთგზის თვითნებური მიტოვება; არაერთგზის არაეთიკური ქმედება; გაკვეთილის ჩაშლა; არაერთგზის გაკვეთილზე დაგვიანება;
- დ.ღ. - გაკვეთილის არაერთგზის თვითნებური მიტოვება; სისტემატურად გაკვეთილზე დაგვიანება; მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა;
- თ.ჩ. - გაკვეთილზე სისტემატურად დაგვიანება; მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა; არაეთიკური ქმედება.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები