რუსეთის ქალაქ სოჭში სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევა პირველ სექტემბერს ღამით მოხდა.

ავიაკომპანია Utai-ის Boeing 737-ის ბორტზე 164 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო - ყველა მათგანი ევაკუირებულ იქნა. როგორც გამოცემა Meduza წერს, 18 ადამიანი დაშავდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მგზავრების ევაკუირებისას აეროპორტის თანამშრომელი გარდაიცვალა. როგორც რუსული გამოცემები წერენ, სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.

ბოინგს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწია დაშვება - სოჭში ძლიერი წვიმა იყო. როგორც გამოცემა წერს, ეკიპაჟმა თვითმფრინავის დაშვება მხოლოდ მეორე ცდაზე მოახერხა, თუმცა ცუდი ხილვადობის პირობებში თვითმფრინავის დამორჩილება ვეღარ შეძლო.