ამერიკის შეერთებულმა შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მ დაფინანსება გაეროს იმ სააგენტოს(Unrwa) შეუწყვიტა, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა. თავად სააგენტომ აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას გამოუსწორებელი შეცდომა უწოდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მათ "დაკვირვებით გადახედეს" საჭიროებებს და გადაწყვიტეს, რომ Unrwa-ს დამატებით თანხებს აღარ მისცემდნენ.

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბას თქმით, აშშ-ს ეს ნაბიჯი იყო თავდასხმა თავისი ხალხის წინააღმდეგ.

"მსგავსი სასჯელი ეწინააღმდეგება ფაქტს, რომ აშშ-ს რეგიონში დიდი როლი აქვს. ეს გამოსავალი არ არის", - უთხრა Reuters-s ნაბილ ანუ რუდეინამ. მან დაამატა, რომ ეს ქმედება გაეროს გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული.

ამ გადაწყვეტილებამდე აშშ-მ იანვარში განაცხადა, რომ სააგენტოს დაფინანსების ნახევარზე მეტს შეუნარჩუნებდა.

Unrwa დაარსების დღიდან იმ ათასობით პალესტინელს ეხმარება, რომლებმაც 1948 წლის არაბეთი-ისრაელის ომის დროს, საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ.

სააგენტოს ინფორმაციით, ისინი ამჟამად 5 მილიონზე მეტ პალენტინელს ეხმარებიან ღაზას სექტორში, იორდანიაში, სირიასა და ლიბიაში. მათი დახმარება მოიცავს განათლებას, სოციალურ სერვისებსა და ჯანდაცვის სფეროს.

აშშ Unrwa-ს ყველაზე დიდი დონორია. 2016 წელს სერვისების 30%-ს აშშ აფინანსებდა.

BBC-ის ცნობით, აშშ-ს უთანხმოებას Unrwa-სთან და პალესტინის მთავრობას რამდენიმე მიზეზი აქვს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ იმ ფულისთვის, რასაც რეგიონში ხარჯავდა სათანადო პატივისცემასა და დაფასებას ვერ იღებდა.

წლის დასაწყისში, ტრამპი დაემუქრა პალესტინელებს, რომ შეუწყვიტავდა დახმარებას, რადგან მათ არ სურდათ მოლაპარაკება ისრაელთან.

აშშ და ისრაელი ასევე არ დაეთანხმნენ Unrwa-ს, რომელიც აცხადებდა, რომ პალესტინელ ლტოლვილებს აქვთ უფლება დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, რომელი 1948 წელს დატოვეს.