ხუთშაბათს ღამით ემინემმა ახალი ალბომი გამოუშვა, რომელიც მსმენელისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო.

ალბომს, რომელიც არსად დაანონსებულია, Kamikaze ჰქვია და მასში 13 სიმღერა შედის.

"ეცადეთ ამაზე ბევრი არ იფიქროთ, ისიამოვნეთ", - დაწერა რეპერმა ტვიტერზე.

ალბომიდან ორი სინგლი იუთუბზე დევს.

Kamikaze-ს სრულად მოსმენა კი Spotify-ზე შეგიძლიათ.