პოპულარული ამერიკული სერიალი, Mr. Robot, მეოთხე სეზონის შემდეგ დასრულდება.

ინფორმაცია შოუს დასრულების შესახებ მისმა შემქმნელმა, სემ ისმაილმაც დაადასტურა და თქვა, რომ რემი მალეკთან მუშაობა და ზოგადად, ამ პროექტის შექმნა, მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა იყო.

რაც შეეხება ახალ, ფინალურ სეზონს, როგორც ცნობილია სცენარისტებმა მასზე მუშაობა უკვე დაიწყეს, მისი პრემიერა კი 2019 წელს იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ შოუ სრულდება, შემქმნელებმა მაყურებელს სიურპრიზი მოუწყვეს და თქვას, რომ ამ შემთხვევაში ახალი სეზონში 12 სერია იქნება.

რაც შეეხება სემ ისმაილს, ის ამჟამად ამაზონის ახალ სერიალზე მუშაობს. ახალ შოუში მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს, პრემიერა კი 2 ნოემბერს შედგება.