"ცუდად არამხოლოდ შესარჩევ ციკლს დაამთავრებ", - ქართული მარშის წევრი კონსტანტინე მორგოშია გურამ კაშიას ისევ ემუქრება.

მას შემდეგ რაც მორგოშია კაშიას მიმართ მუქარისშემცველი პოსტის გამო შსს-ში დაკითხეს, მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მორგოშიამ წერს, რომ კაშიას მისი დაშინება არ გამოუვა და ფეხბურთელი "ხალხის რისხვიდან გამომდინარე" შენობაში შესვლასაც კი ვერ შეძლებს.

მორგოშია ჰომოფობიური მოტივებით მოუწოდებს საზოგადოებას 9 სექტემბერს ნაკრების თამაშზე მივიდნენ და პროტესტი გამოხატონ.

გუშინ, 28 აგვისტოს კონსტანტინე მორგოშიამ გურამ კაშიაზე ჰომოფობიური შინაარსისა და მუქარის შემცველი სტატუსი დაწერა.

"შენ ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ..." - ეწერა მორგოშიას.

გასული წლის ოქტომბერში, ფეისბუკზე კაშიას ფოტოს გამოჩენამ, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა. მოგვიანებით კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა. თავად სამკლაური კი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა.

კაშია ჰომოფობიური ონლაინ ბულინგის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც ვერიფცირებული ფეისბუქგვერდი გააუქმა. ხაშიას მხარდასაჭერად სოციალური ქსელების მომხმარებელმა კამპანია #გურამშენთანვართ წამოიწყეს.

კაშია მხარდამჭერებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა შეტყობინებას კითხულობს და ამაყობს.