საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია მხარდამჭერებს გამოეხმაურა. "თითოეულის მოწერილს ვკითხულობ. ვამაყობ", - დაწერა კაშიამ ინსტაგრამის სთორიში.

კაშიამ მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინტერვიუს ჩაწერა არ სურს.

#გურამშენთანვართ ამ ჰეშთეგით ქართულ ინტერნეტსივრცეში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას მხარდასაჭერი კამპანია მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც კაშია ლგბტ სამკლაურის გაკეთებისა და UEFA-ს თანასწორობის ჯილდოს გამო ონლაინ ბულინგის მსხვერპლი გახდა, მან ფეისბუქი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა. ქართული ინტერნეტი კი მის მხარდასაჭერად გაერთიანდა.

კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ ფეხბურთელები, ჟურნალისტები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

გაიგეთ მეტი: ყველა, ვინც გურამ კაშიას მხარი დაუჭირა