#გურამშენთანვართ ამ ჰეშთეგით ქართულ ინტერნეტსივრცეში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას მხარდასაჭერი კამპანია მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც კაშია ლგბტ სამკლაურის გაკეთებისა და UEFA-ს თანასწორობის ჯილდოს გამო ონლაინ ბულინგის მსხვერპლი გახდა, მან ფეისბუქი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა. ქართული ინტერნეტი კი მის მხარდასაჭერად გაერთიანდა.

კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ ფეხბურთელები, ჟურნალისტები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები და არასამთავრობო ორგანიზაციები:

კაშიას მხარდასაჭერად ინსტაგრამის სთორიში ქვეყნდება პოსტები ჰეშთეგით #გურამშენთანვართ და @37GK, რაც კაშიას ინსტაგრამის მისამართია.

ფეისბუქის მომხმარებლები კი ჩარჩოს იყენებენ წარწერით "გურამ შენთან ვართ" და "მხარდაჭერა გურამ კაშიას". ჩარჩოს საკუთარ პროფილზე დასაყენებლად დააკლიკეთ აქ.

შემთხვევას არ გამოხამურებია ქალაქის მერი და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე. სპორტის მინისტრმა, მიხელ ბატიაშვილმა კი განაცხადა, რომ ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას საქმეს არ იცნობს, მაგრამ დაინტერესდება.

განახლება: კაშიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

მასალა განახლდება.