გიორგი ცხადაძე: 2018 წლის ბოლოდან თბილისის 6 ზონას წყალმომარაგების ახალი სისტემა მოემსახურება
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ქსელის განვითარების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში კაკლებში, ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კვესეთსა და ბეთანიაში 35 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური ქსელი და განშტოებები მოეწყობა, ასევე დამატებით აშენდება სამი რეზერვუარი და 5 სატუმბო სადგური, მათ შორის ერთ-ერთი 2,5 მეგავატიანი სიმძლავრის.
თბილისის ზედა ზონების რელიეფის გათვალისწინებით წყალმომარაგების სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით სრულად ავტომატიზებული იქნება.
სამუშაოების შედეგად 24 სააათიანი წყალმომარაგება ექნებათ ასევე თბილისი ჰილსისა და თაბორის პროექტებს.
თბილისის ზედა ზონების პროექტების ჯამური ღირებულება 20 მლნ. ლარია.
"წყალმომარაგების სისტემის განახლებასთან ერთად დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია ახალი ქსელის განვითარება. 2018 წლის ბოლოდან კაკლებს, ტაბახმელას, კოჯორს, შინდისს, კვესეთსა და ბეთანიას წყალმომარაგების ახალი სისტემა მოემსახურება.
ჩვენი გუნდის მიზანია დარგის განვითარება, მოსახლეობის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ურბანული განვითარების ხელშეწყობისთვის წყალმომარაგების ქსელს ავითარებს ისეთ დასახლებებში, სადაც აქამდე წყალმომარაგება არასოდეს ყოფილა.
თბილისის ზედა ზონების განვითარების პროექტი ყველაზე მასშტაბურია კომპანიის 2018 წლის მთავარი მიმართულების ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებს შორის", - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორიენტირებულია სამ მთავარ მიმართულებაზე: წყალმომარაგების მაღალი ხარისხის ინფასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და დარგის სპეციალისტების განვითარება.
თბილისის სტაბილური წყალმომარაგების მიზნით კომპანია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები