სოულის ლეგენდას, არეტა ფრანკლინს 31 აგვისტოს, მიჩიგანის შტატში, მის მშობლიურ ქალაქში დეტროიტში დაკრძალავენ. ცერემონიას ამერიკული არხები პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

ფრანკლინი დეტროიტის ეკლესიაშია დასვენებული და მის მსმენელს მასტან გამომშვიდობება მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

ფოტო: AFP

დაკრძალვაზე სტივ უანდერი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვა მუსიკოსები მიაგებენ პატივს ფრანკლინს. სიტყვით გამომსვლელთა შორის არის ბილ კლინტონი.

ფრანკლინის ოჯახის სურვილით, დაკრძალვაზე იმღერებს არიანა გრანდეც, რომელმაც მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, ჯიმი ფალონის შოუში (You Make Me Feel Like) A Natural Woman შეასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, მათთვის გრანდეს შესრულება ძალიან ემოციური იყო.

არეტა ფრანკლინი 16 აგვისტოს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოუსმინეთ: არეტა ფრანკლინი A Natural Woman-ს კენედის ცენტრში ასრულებს. ვაშინგტონი, 2016 წელი