დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრექსიტის მერე აფრიკაში ინვესტიციების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. ამის შესახებ მან აფრიკის კონტინენტზე, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს თქვა.

სამხრეთ აფრიკაში, კეიპ ტაუნში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერის თქმით, "არ არის დასამალი" რომ დიდი ბრიტანეთიც მიიღებს სარგებელს ამ დახმარებით:

"მე მინდა დიდ ბრიტანეთსა და აფრიკას შორის ახალი პარტნიორული ურთიერთობა ჩამოვაყალიბო, საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვადასტურებთ გეგმას, რომ გადავიტანთ ევროკავშირის პარტნიორულ შეთანხმებას, სამხრეთ აფრიკის საბაჟო კავშირებთან და მოზამბიკთან, მას შემდეგ რაც ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება გაუქმდება".

3-დღიანი სავაჭრო მისიის ფარგლებში, პრემიერი გეგმავს რომ ნიგერიასა და კენიასაც ეწვიოს.

ვიზიტის ფარგლებში ტერეზა მეი სამივე ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება. მათი შეხვედრის მიზანია ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავება, რითიც, მეის დაპირებით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინ, აფრიკის ეკონომიკა გაიზრდება.