თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ქალს მსუბუქი მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, შემთხვევა გუშინ, 27 აგვისტოს ღამის საათებში მოხდა.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.