სან ანტონიო სპურსის არგენტინელმა ლეგენდამ მანუ ჯინობილიმ კლუბთან გატარებული 16 წლის შემდეგ კარიერა დაასრულა.

სან ანტონიოელებმა იგი 1999 წლის დრაფტზე აიყვანეს 57-ე ნომერ პიკად. მას შემდეგ მან პოპოვიჩის გუნდში 1057 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იგი საშუალოს შეხვედრების 72.1 პროცენტს იგებდა, რაც NBA-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ კალათბურთელებს შორის, რომლებსაც 1000-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებიათ.

ჯინობილი ერთ-ერთია იმ შვიდ კალათბურთელს შორის, რომლებსაც კარიერაში ერთზე მეტ გუნდში არ უთამაშიათ და ამასთანავე NBA-ში 16 ან მეტი სეზონის განმავლობაში იყვნენ. მანუს გარდა ასეთ რამ კობი ბრაიანტს, ტიმ დანკანს, ჯონ ჰავლიჩეკს, რეჯი მილერს, დირკ ნოვიცკის და ჯონ სტოკტონს აქვთ გაკეთებული.