ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, მირდატ ქამადაძე გამოდის ინიციატივით ბათუმში მიხეილ ლერმონტოვის ქუჩას სახელი შეეცვალოს. ქამადაძის აზრით, ქუჩა გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელობის უნდა გახდეს.

როგორც ქამადაძემ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ქუჩის სახელდებას სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, რუსი მწერალი, მიხეილ ლერმონტოვი არ გამოირჩეოდა ქართველების მიმართ დადებითი დამოკიდებულებით ამიტომ ქალაქში მისი სახელობის ქუჩა არ უნდა იყოს. მისივე თქმით, საპირწონედ მაკკეინმა დიდი მხარდაჭერა გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ.

"2008 წელს, რუსეთთან ომის დროს მან გააკეთა პოლიტიკური განცხადება როცა თქვა "დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". ის საქართველოს მეგობარი იყო, მისი სახელობის ქუჩა უნდა გვქონდეს."

ქამადაძის თქმით, ამ ინიციატივას აუცილებლად განიხილავს პარტიაში და შემდეგ საკრებულოს სხდომაზე დააყენებენ საკითხს.

ამერიკელი სენატორი. ჯონ მაკკეინი 26 აგვისტოს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაიგეთ მეტი: რით დაამახსოვრა თავი საქართველოს ჯონ მაკკეინმა