ბიონსესა და ჯეი-ზის სიურპრიზებით ჩვენი განებივრება ძალიან უყვართ, თუმცა, ცოტა ხნის წინ, თავად უსიამოვნო მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდენ.

შაბათს, ატლანტაში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტზე 26 წლის კაცი სცენაზე აიჭრა (სწორედ მაშინ, როდესაც ბიონსე და ჯეი-ზი სცენის სხვადასხვა მხარეს მიდიოდნენ) და მუსიკოსებისკენ გაიქცა.

ვიდეოში ჩანს, რომ სანამ უცნობი კარტერებამდე მიაღწევდა, ის ტურნეს მოცეკვავეებმა შეაჩერეს. მოგვიანებით კი, დაცვამ ჩამოიყვანა სცენიდან.

პოლიციამ წესების დამრღვევი დააკავა. მოგვიანებით, კარტერების მენეჯერმა ბიონსესა და ჯეი-ზის ერთობლივი მიმართვა გაავრცელა, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და დაკავებულის მიმართ ბრალდების წაყენებას არ აპირებდნენ.

პოლიციამ დაკავებული გაათავისუფლა, თუმცა უცნობია, რა სანქციები გატარდა მის წინააღმდეგ.