სამხრეთ კორეულმა K-pop ჟანრის ჯგუფმა BTS-მა ცოტა ხნის წინ სოციალური მედიის კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.

Idol-ის მუსიკალურმა კლიპმა იუთუბზე 24 საათში ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს რეკორდი აქამდე ტეილორ სვიფტის Look What You Made Me Do-ს ეკუთვნოდა.

ET-ის მიხედვით, BTS-ის Idol-ს გამოსვლიდან 24 საათში 56 მილიონი ნახვა ჰქონდა. სვიფტის 2017 წლის ვიდეოს რეკორდი კი 43 მილიონი იყო.

მოუსმინეთ: Idol-ის ალტერნატიულ ვერსიას BTS ნიკი მინაჟთან ერთად ასრულებს