23 საათზე მთავარ სცენაზე მსმენელის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსი, ტექნო და ექსპერიმენტული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, Max Cooper წარდგა.მან 2-საათიანი ლაივსეტი და საინტერესო ვიზუალური შოუ შემოგვთავაზა. მოგვიანებით Max Cooper-მა Taiyo სცენაზე გადაინაცვლა, ამჯერად უკვე DJ სეტით.

დილის 4 საათზე Wave Stage-ზე Solomun-მა დაუკრა. თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი 2012 წელს DJ Magazine-მა წლის საუკეთესო Dj-ად დაასახელა. მას ფესტივალზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მსმენელი დაესწრო.

Eye stage-ზე 23-ღამის 2 საათამდე ჰოლანდიური დუო Detroit Swindle უკრავდა. მუსიკალური პროდიუსერებისა და დიჯეების, Lars Dales & Maarten Smeets-ის პროექტი ჰაუსს, დისკოს, ტექნოს და ზოგჯერ აფრიკულ მუსიკასაც კი აერთიანებს, თუმცა ამჯერად მათ აქცენტი უფრო ტექნოზე გააკეთეს.

KHIDI Stage-ზე დილის 4 საათი და ტექნომუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტისტი - Ancient Methods, იგივე Michael Wollenhaupt უკრავდა. მისი შემოქმედება techno-ს, noise -სა და industrial მუსიკას აერთიანებს და გამორჩეულ, მძიმე ჟღერადობას ქმნის, რაც ყოველთვის საინტერესოა, როგორც კლუბურ, ისე საფესტივალო სივრცეში.

Echowaves-ის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ 25 აგვისტოს ღამეს 10 ათასს გადააჭარბა. არანაკლებ ვიზიტორს ელოდებიან დღესაც - ბოლო დღის მთავარი ჰედლაინერი სამხრეთაფრიკული პროექტი Die Antwoord იქნება, რომელიც თავისი პროვოკაციული და ენერგიული შოუებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.