ჩვენს ეპოქაში ინტერნეტი უამრავ ადამიანს ეხმარება სასურველი პროფესიების დაუფლებაში. კომპანიები კი, სამუშაოს დაწყების მსურველებს უფრო და უფრო კომფორტულ სამუშაო პირობებს სთავაზობენ.

სამსახურის საძიებელმა ამერიკულმა პლატფორმა Glassdoor-მა იმ 15 დამსაქმებელი კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომლებიც აპლიკანტებს უმაღლეს განათლებას აღარ სთხოვენ. მათ შორის არიან ისეთი ტექგიგანტები, როგორიცაა გუგლი და ეფლი.

გაიცანით 15 კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მომავალ თანამშრომლებს უმაღლესი განათლება ან უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელ ცნობა აღარ მოსთხოვოს:

  1. Google;
  2. Ernst & Young (EY);
  3. Penguin Random House;
  4. Costco Wholesale;
  5. Whole Foods;
  6. Hilton;
  7. Publix;
  8. Apple;
  9. Starbucks;
  10. Nordstrom;
  11. Home Depot;
  12. IBM;
  13. Bank of America;
  14. Chipotle;
  15. Lowe's.

2017 წელს IBM-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოანა დალეიმ თქვა, რომ მისი თანამშრომლების 15%-ს 4-წლიანი უმაღლესი განათლება არ ჰქონდა მიღებული. მან დასძინა, რომ კომპანია ისეთ კანდიდატებს ეძებს, რომლებიც გამოცდილებას ფლობენ.