თუ ჯერ არ იცით, გეტყვით, რომ შერი 28 სექტემბერს ახალ ალბომს, Dancing Queen-ს უშვებს, რომელშიც შვედური ჯგუფის ABBA-ს სიმღერების ქავერები შევა.

ალბომის გამოსვლამდე, 72 წლის ამერიკელმა მომღერალმა ჯგუფის 1975 წლის ჰიტი SOS გამოუშვა.

ორი კვირის წინ, შერიმ Gimme! Gimme! Gimme! A Man After Midnight-ის ქავერიც გამოუშვა, რომელიც მომღერლის ჰიტის, Believe-ს აუცილებლად მოგაგონებთ.

Dancing Queen შერის 26-ე ალბომი იქნება, რომლის ჩაწერის იდეაც მამა მიას გადაღებების დროს გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 35-წლიანი პაუზის შემდეგ, ABBA ორ ახალ სიმღერას გამოუშვებს.