სამხრეთ კორეული ჯგუფის BTS-ის ახალი სინგლის, Idol, ალტერნატიულ ვერსიაში ამერიკელი რეპერი ნიკი მინაჟიც მღერის. ამის შესახებ, BTS-ის ლეიბლმა სიმღერის გამოსვლამდე 1 საათით ადრე განაცხადა.

Idol ჯგუფის ახალი ალბომის, Love Yourself: Answer, მთავარი სინგლია, თუმცა ნიკი მინაჟის ვერსია ალბომში არ შევა.

Love Yourself: Answer სულ 25 ტრეკს მოიცავს, აქედან 7 ახალი სიმღერაა, დანარჩენი კი ალბომის წინა სერიებში Love Yourself: Her-სა და Love Yourself: Tear-შიც გვხვდება.