დიდი ლოდინის შემდეგ, Amazon Studios-ს ახალი ფილმის, ეჭვის პირველი ტრეილერი გამოვიდა. ფილმის გადაღებები 2016 წელს იტალიასა და მოგვიანებით, გერმანიაში მიმდინარეობდა.

ეჭვი 1977 წლის საკულტო ფილმის რიმეიქია. საშინელებათა ჟანრის ფილმში ტილდა სუინტონი, დაკოტა ჯონსონი, ქლოი გრეის მორეცი, მია გოთი და სხვები მონაწილეობენ.

ფილმი Call Me By Your Name-ის რეჟისორმა, ლუკა გუადანინომ გადაიღო, მუსიკა კი რედიოჰედის სოლისტმა, ტომ იორკმა დაწერა.

ფილმის სიუჟეტი ბერლინის პრესტიჟულ ქორეოგრაფიულ სკოლაში ვითარდება, სადაც დაკოტა ჯონსონის გმირი მიდის სასწავლებლად. ის ცეკვის ნიჭითაა დაჯილდოებული, თუმცა, როგორც აღმოჩნდება, მას ეშმაკები დაეპატრონებიან.

ეჭვის პრემიერა ვენეციაში, პირველ სექტემბერსაა დაგეგმილი. ის კინოთეატრებში 2 ნოემბრიდან გამოვა.

ფილმის პირველი თიზერი 4 ივნისს გამოვიდა.