პარიზში, დანით შეიარაღებული კაცი ქუჩაში გამვლელებს დაესხა თავს და ორი მათგანი მოკლა, მესამე კი დაჭრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თავდამსხმელს პოლიციის თანამშრომლებმა მას შემდეგ ესროლეს, რაც ის მოკვლით მათაც დაემუქრა. გასროლის შედეგად, თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით, ის ალაჰ აკბარს (ღმერთი დიადია არაბულად) იძახდა.

ინციდენტი პარიზის გარეუბანში, ვერსალის სიახლოვეს მოხდა.

2015 წლის პარიზის ტერაქტების შემდეგ, საფრანგეთი ჯიჰადისტების თავდასხმის სავარაუდო საფრთხის გამო გამუდმებით მიმართავს სიფრთხილის ზომებს.