ვარკეთილში ავტოავარიის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, დაშავებულია ერთი ადამიანი.

შემთხვევა დღეს, 23 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. უწყების განმარტებით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.