კამილა კაბელომ 2018 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე ორი უმთავრესი პრიზი მოიპოვა — მან წლის საუკეთესო ვიდეოსა და წლის ხელოვანის ნომინაციებში გაიმარჯვა.

ფოტო: Matthew Eisman / Getty Images

კაბელოს პრიზი თავად მადონამ გადასცა.

კამილა კაბელო და მადონა MTV VMA-ს 2018 წლის დაჯილდოებაზე

ფოტო: Lucas Jackson / Reuters

ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაბელოს საუკეთესო საღამო ჰქონდა. ფანებმა კი მისი ტვიტერი გადააბრუნეს და ის პოსტი იპოვეს, სადაც 2012 წელს VMA-ზე მოხვედრას ოცნებობდა.

"ვერასდროს მიხვდები, როგორ ძლიერ მინდა VMA-ზე ყოფნა", - წერდა ვარსკვლავი 6 წლის წინ.

უამრავი შეტყობინების შემდეგ, ძველი ტვიტი კამილამაც შენიშნა, გადატვიტა და თავის 6 წლის წინანდელ "მე"-ს მიმართა:

"პატარა კამილა, ამას არ დაიჯერებ, მაგრამ 2018 წელს მადონა თავად გადმოგცემს ჯილდოს წლის ვიდეოსთვის და შენი აკნეც გაქრება".

და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.

ფოტო: MTV