შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტრაქტორის დაჯახების შედეგად მუშა გარდაიცვალა. არსებული ცნობებით, შემთხვევა კომპანია აგრიჯორჯიას კუთვნილ თხილის პლანტაციაში მოხდა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

On.ge-ს კომპანია აგრიჯორჯიაში განუცხადეს, რომ ამჟამად უბედური შემთხვევის კონკრეტული დეტალების შეფასება მიმდინარეობს.

"შპს აგრიჯორჯია თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან რათა მოხდეს ყველა დეტალების დადგენა", - განგვიცხადეს კომპანიაში.