პატარა კუნძული ფიჯი, რომელზეც მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიო რაგბის მოყვარულებმა კარგად იციან. ფიჯის რაგბის ნაკრებს ნებისმიერი ქვეყანა ანგარიშგასაწევ კონკურენტად თვლის.

2016 წელს, როცა ოლიმპიური სპორტის სახეობებს შვიდკაცა რაგბი დაემატა, ფიჯის ნაკრებმა რიოს ზაფხულის თამაშებზე ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ეს მიღწევა ქვეყანამ $7-იანი ბანკნოტის გამოშვებით აღნიშნა, სულ - 2 მილიონი ერთეულის სახით.

ფიჯიში რაგბი ძალიან პოპულარული სპორტია. მას ქვეყნის მოსახლეობის 10% მისდევს.

ასე რომ, ფიჯი ერთადერთი ადგილია, სადაც $7-იანის ხელში ჩაგდება და დახარჯვა შეგიძლიათ.