საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უწყებამ 20 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა. საგანგებოს ინფორმაციით, მანქანები ტყის ხანძრებისთვისაა განკუთვნილი და მათი მთავარი უპირატესობა მოძრაობის დროს ცეცხლის ქრობაა.

"პირველი ეტაპზე საქართველოში 6 სახანძრო მანქანა შემოვიდა, რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვარს დამატებით 14 ახალი ტყის სახანძრო მანქანება გადმოკვეთს", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ახალი მანქანები იმ ქალაქებში გადანაწილდება, სადაც ტყის ხანძრების მაღალი რისკი არსებობს.