სუს-ის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. გოგაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება On.ge-ს უწყებაში დაუდასტურეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად imedinews-მა გაავრცელა. იოსებ გოგაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა.
იოსებ გოგაშვილის სახელი დაუკავშირდა რამდენიმე თვის წინ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. მისი მშობლები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის ღამეს მათთან გოგაშვილი ჩავიდა და ემუქრებოდა. ამის შესახებ მათ რუსთავი 2-ს განუცხადეს. მათი თქმით, გოგაშვილი მათთან თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის შემდეგ ჩავიდა.
"თითის ქნევით მითხრა, გახსოვს სალოსზე [ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა] რა მოხდა, გახსოვს მანდ სპეცრაზმელი რომ მოკლესო. სპეცრაზმელი თუ მოკლეს მე ან ჩვენ რა შუაში ვარ-მეთქი, ვკითხე. დამუქრებით მითხრა, თქვენ ძალიან კარგად იცითო", - ამბობს მაჩალიკაშვილის დედა, მედეა მაჩალიკაშვილი.
იოსებ გოგაშვილმა რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში მაჩალიკაშვილების სიტყვები უარყო და თქვა, რომ სპეცოპერაციის ღამეს დუისში არ ჩასულა და სახლში იყო.
გაიგეთ მეტი ისნის სპეცოპერაციაზე.
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები