მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორ JAMnews-ზე.

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის, რომელიც პატიმრობის ვადას იხდის, პოლიტიკური ლიტერატურის კითხვასა და, ახლობლებთან და მეგობრებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა NİDA-ს წარმომადგენელმა სამირ ასადლიმ განაცხადა, და დასძინა, რომ მუხთარლი აპირებს, სასამართლოს მიმართოს.

"ყოველ ჯერზე ჩვენ მისთვის წიგნები მიგვაქვს, მაგრამ მათ უკან გვიბრუნებენ", – ამბობს ასადლი.

პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთერთობის განყოფილების უფროსი მეჰმან სადიგოვი ამას უარყოფს. მისი თქმით, ქვეყნის კანონმდებლობით, პატიმრებისთვის ისეთი წიგნების გაცემა იკრძალება, რომელთა შინაარისიც მიმართულია ეროვნული, რელიგიური და რასობრივი შუღლის გაღვივებისკენ, ასევე – პორნოგრაფიული ლიტერატურისაც. დანარჩენი წიგნების მიღება მსჯავრდებულებისთვის შეუფერხებლად შეიძლება.

სტატია სრულად წაიკითხეთ JAMnews-ზე.