ფესტივალ Echowaves-ის დაწყებამდე სამი დღე რჩება. ხვალ, 21 აგვისტოს, ონლაინ ბილეთების გაყიდვა 22:00 საათზე შეწყდება.

ღირებულება ონლაინ შეძენის შემთხვევაში:

  • მულტიპასი – 170 ლარი;
  • დღიური ბილეთი – 75 ლარი.

ღირებულება კარზე შეძენის შემთხვევაში:

  • მულტიპასი – 200;
  • დღიური ბილეთი – 90.

ქართული, სლოვენიური და სერბული კოლაბორაციის პირველ შედეგს მსმენელი ანაკლიაში 23 აგვისტოდან იხილავს. პროექტი Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება და მისი მხარდამჭერი ცნობილი EXIT ფესტივალია.

23-26 აგვისტოს ანაკლიაში გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ისეთ არტისტებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან: Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, Juan Atkins, Function, Kayakata, Woo York, Henrik Schwarz, Antigoe, DJ TENNIS, Greenbeam & Leon და სხვ.

ამავე თემაზე: