ბრიტანელი ქალი ხორვატიის სანაპიროებთან ტურისტების გადამყვანი გემით - ნორვეგიული ვარსკვლავით, მოგზაურობდა, როდესაც ადრიატიკის ზღვაში გადავარდა.

46 წლის ქალმა შუაგულ ზღვაში, ნაპირიდან 96 კილომეტრში 10 საათი გაატარა. შემთხვევა შაბათს, შუაღამისას მოხდა.

მაშველებმა ის კვირას იპოვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. მათი ინფორმაციით, ქალი ძალაგამოცლილი იყო, ამ დროისთვის კი მისი მდგომარეობა სტაბილურია და ოჯახის წევრებთან მალე დაბრუნდება.

როგორც ქალი ამბობს, გადარჩენაში იოგა და სიმღერა ეხმარებოდა.