ყოფილი ლეოგრანდის სასტუმროში (ველმონდი) კაზინომ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. საგანგებოს ცნობით, სასტუმრომ მათ კაზინოს გახსნის თხოვნით მიმართა.

უწყებაში ამბობენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, კაზინოს გახსნა ნაკლებ რისკისშემცველად მიიჩნიეს და სასტუმროს თანხმობა განუცხადეს. მათი თქმით, რადგანაც კაზინო პირველ სართულზეა განთავსებული, უბედური შემთხვევის დროს ადამიანების ევაკუაცია მარტივი იქნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო ძირითადი რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 17 აგვისტოს დალუქა.