ლომბარდებსა და ე.წ. მევახშეებს უძრავი ქონებითა და სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა აეკრძალათ. კანონი ძალაში დღეს, 20 აგვისტოს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, იპოთეკური სესხის გაცემა უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებებით შეუძლიათ:

  • კომერციულ ბანკებს;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს;
  • ფიზიკურ პირზე (თუ არ აქვს ჯამში ორზე მეტი მსგავსი ხელშეკრულება).

იპოთეკური ხელშეკრულების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის შემთხვევაში დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლები არიან მხარეები და არა მარეგისტრირებელი.