ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხვედურეთთან ახლოს ტყის მასივთან ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ჯარისკაცს ჭრილობები, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

როგორც შსს-ში ამბობენ, მკვლელობაში ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია და ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. შსს-მ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს განზრახ მკვლელობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე ვადით.