18 წლის ვაკო მარჩილაშვილმა 17 აგვისტოს მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ერთი ჩასუნთქვით, წყალქვეშ, ექვსი ცალი რუბიკის კუბი ააწყო.

სტანდარტული კუბების ასაწყობად, მას სულ 1 წუთი და 44 წამი დასჭირდა. გამოსვლა, რომლისთვისაც ვაკო 6 თვის განმავლობაში ემზადებოდა, ჯინო ფერედაიზის ტერიტორიაზე გაიმართა.

ვაკოს დიპლომი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ გადასცა.