ეს თეორია ფიფქიას შესახებ ერთდროულად დამაჯერებელი და ძალიან სევდიანია
პირდაპირ გეტყვით, არსებობს თეორია ფიფქიას შესახებ, რომელიც ძალიან ჰგავს სიმართლეს. თეორია ასე ჟღერს: ფიფქია ისტორიის ბოლოს კვდება, პრინცი კი სიკვდილის სიმბოლოა.
გახსოვთ ეს მომენტი? ანიმაციის დასაწყისში ვხედავთ, როგორ მღერის ფიფქია ჭასთან, სასახლის ეზოში
პრინცი მის ხმას გაიგებს და გალავანზე გადაძვრება, რომ ხმის პატრონს თვალი მოჰკრას
მაგრამ მისი მიახლოება ფიფქიას ისე აფრთხობს, რომ ის სასახლეში შერბის. რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, ფიფქია მორცხვი ან ფრთხილი იყოს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ საფრთხეს გაურბოდეს: კონკრეტულად კი, სიკვდილს, რომელიც მაშინ გამოჩნდა, როცა ის ჭას ზედმეტად მიუახლოვდა.
ამის შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით. ფიფქია ტყეში შვიდ ჯუჯასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, ერთ დღესაც კი, მოწამლული ვაშლი გასინჯა და გონება დაკარგა.
ფოტო: Disney
ჯუჯებმა ფიფქიას საწოლის გარშემო მოიყარეს თავი. ტექსტში ნათქვამია: "ფიფქია ამ მდგომარეობაშიც კი იმდენად ლამაზი იყო, რომ ჯუჯებმა მისი დამარხვა ვერ შეძლეს". მათ ფიფქია ტყეში დაასვენეს და პატივი მიაგეს.
ფოტო: Disney
ამ დროს, მოულოდნელად პრინცი გამოჩნდა, რომელმაც ფიფქიას აკოცა.
ფოტო: Disney
და როცა ყველა იმედი უკვე გადაწურული იყო, ფიფქიამ გამოიღვიძა... ან იქნებ არ გამოიღვიძა? იქნებ ეს კოცნა სიკვდილის კოცნა იყო, რომელმაც ფიფქიას სული კომაში მყოფი სხეულიდან გაათავისუფლა?
ფოტო: Disney
ფიფქია ჯუჯებს მოეხვია და დაემშვიდობა (შეიძლება, რეალურად... ან სულაც ისე, როგორც ტიტანიკში როუზი ხვდება გემზე შეკრებილ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ). მერე ცხენზე შეჯდა და პრინცს გაჰყვა.
ფოტო: Disney
პრინცი ფიფქიას ტყისკენ გაუძღვა
ფოტო: Disney
ისინი მზის ჩასვლისას მთის წვერზე შეჩერდნენ
ფოტო: Disney
საიდანაც სასახლე მოჩანდა, ოღონდ - ცაში და ბუნდოვნად, თითქოს ამქვეყნიური არ იყო...
ფოტო: Disney
ეს თეორია გარკვეულ სიღრმეს აძლევს პრინცსაც, რომელიც იმდენად ერთგანზომილებიანი პერსონაჟია (თუ ნამდვილად ადამიანია), რომ მის სახელსაც არავინ გვიმხელს. მასზე არაფერი ვიცით გარდა იმისა, რომ 14 წლის გოგოები მოსწონს (მდა). თუ პრინცი რეალური ბიჭი არაა, მაშინ ყველაფერი უფრო გასაგები ხდება.
ფოტო: Disney
ინტერნეტ-მომხმარებლებს ეს თეორია დამაჯერებლად ეჩვენებათ, თუმცა არსებობენ კრიტიკოსებიც. ბოლოს და ბოლოს, მოწამლულ ვაშლს კონკრეტული წყევლა მოჰყვებოდა: ფიფქიას საყვარელი ადამიანის კოცნის შემდეგ უნდა გამოჰღვიძებოდა. ის სასიკვდილო საწამლავად არ იყო ჩაფიქრებული.
პ.ს. გრიმების ვერსიაში კუბოს ზიდვისას პრინცი შემთხვევით ფეხს წამოჰკრავს ქვას და ფიფქიას პირიდან მოწამლული ვაშლის მოკბეჩილი ნაწილი გადმოუვარდება, რაც წყევლას დაარღვევს. პრინცი და ფიფქია ქორწინდებიან და ქორწილში დედინაცვალსაც პატიჟებენ, რომელიც ფიფქიას რატომღაც ვერ ცნობს. ზღაპრის ბოლოს, როცა ფიფქია უკვე დედოფალი ხდება, ის დედინაცვალს აიძულებს, იქამდე იცეკვოს გავარვარებულ რკინის ფეხსაცმელებში, სანამ არ მოკვდება. ჭირი იქა, ლხინი აქა.
თქვენ რას ფიქრობთ ამ თეორიაზე?
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები