გარემოს ეორვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 და 21 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში ისევ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

სააგენტოს ცნობით, 20 და 21 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ, ხანმოკლე წვიმით და ელჭექით. რაც შეეხება აღმოსავლეთს, 20-21 აგვისტოს აქაც დროგამოშვებით მოიღრუბლება, იქნება ხანმოკლე წვიმა და როგორც სააგენტოში აცხადებენ, შესაძლებელია სეტყვაც.

გუშინ, 18 აგვისტოს კახეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ მოსახლეობას ვენახები და საზამთროს ბაღები გაუნადგურა.