საქართველოს სხვადასხვა ნაწილში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა გზები და სახლები. ზოგ რეგიონში წვიმა ახლაც გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემები:

  • [10 წუთის წინანდელი ინფორმაცია] საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19:00 - 24:00 საათამდე თელავიდან შესულია 101 შეტყობინება. ამ წუთებში სამაშველო სამსახური 11 მისამართზე ტუმბავს წყალს სახლებიდან. უხვი ნალექისა და სეტყვის გამო გამოძახებები იყო თელავისა და მისი მიმდებარე სოფლებიდან: ვარდისუბანი, კურდღელაური, შალაური, კისისხევი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, რამდენიმე ადგილზე ძლიერმა სეტყვამ ხეებისა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია. ქალაქში მობილიზებულია 80 მეხანძრე-მაშველი;
  • [50 წუთის წინანდელი ინფორმაცია] ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთში, დამეწყრილ ტერიტორიაზე მოედინება ნიაღვარი. წყლის დაგუბების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე. წყლის დონე მდინარეებზე სტაბილურია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ ქმნის.