ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი 23-წლიანი კარიერის ყველაზე წარუმატებელ მატჩზე ალაპარაკდა. მისი თქმით, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყო, რომ მისი დის მკვლელი ციხიდან გაათავისუფლეს.

უილიამსი სილიკონ ველის კლასიკში გახსნის რაუნდში იღებდა მონაწილეობას, როდესაც ჯოანა კონტასთან ორ სეტში 6:1 6:0 დამარცხდა.

ჟურნალ Time-თან ინტერვიუში მრავალგზის ჩემპიონმა თქვა, რომ მატჩამდე 10 წუთით ადრე ინსტაგრამს სქროლავდა, როდესაც შეიტყო, რომ კაცი, რომელმაც მისი 31 წლის და 2006 წელს მოკლა, შეიწყალეს.

"ამ ამბავს გონებიდან ვერ ვიგდებდი".

მის დას სამი შვილი დარჩა, რომელთა ასაკი მისი სიკვდილის დროს 5, 9 და 11 წელი იყო.

"ეს რთული იყო, რადგან მაშინვე მისი შვილები გამახსენდნენ და ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასნი არიან. ისინი ძალიან მიყვარს. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი და "კარგი საქციელის გამო" უკან ვერ დაბრუნდება და უსამართლობაა, რომ მისი ჩახუტების შანსი აღარასდროს მექნება", - ამბობს ჩოგბურთელი.