კომიკოსმა და SNL-ის ვარსკვლავმა, პიტ დევიდსონმა, რომელიც არიანა გრანდეზეა დანიშნული, თავის საცოლეზე ისაუბრა.

GQ-სთან ინტერვიუში, დევიდსონმა თქვა, რომ არიანაზე დაქორწინება შეხვედრის დღიდანვე უნდოდა:

"როდესაც შევხვდი, ვუთხარი: 'ჰეი, ხვალ მე შენზე ვიქორწინებ'. შემდეგ კი მას ბეჭდების ფოტოებს ვუგზავნიდი და ვეკითხებოდი, მოსწონდა თუ არა რომელიმე. მან მიპასუხა, რომ 'ყველა ბეჭედი მისი ფავორიტი იყო'. ლამის ავად გავხდი".

წყვილმა ურთიერთობა 2018 წლის 30 მაისიდან გააოფიციალურა. მათი ნიშნობის შესახებ კი 11 ივნისს უკვე ცნობილი იყო.

არიანამ უკვე შეიძინა $16 მილიონიანი ბინა ნიუ-იორკში, სადაც წყვილი ერთად ცხოვრობს. პიტის თქმით, კერძებზე ზრუნვა მას ევალება. რაც შეეხება ბინას, ისინი მის დიზაინს ერთად აწყობენ.