სერიალ ოფისის მსახიობი, ანჯელა კინსი ჩვეულებრივი დეიდა ნამდვილლად არ არის, ის გენიალური დეიდაა! სხვა შემთხვევაში, არც ერთი დეიდა არ დაგთანხმდებოდათ მისი პოპულარობა პაემნებისთვის გამოგეყენებინათ.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მსახიობმა დისშვილს უფლება მისცა ტინდერის პროფილზე მასთან ერთად გადაღებული ფოტო დაედო. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ერთი მიზანი ჰქონდა - ადამიანები, რომლებიც ანჯელასა და ჯეიმსის ფოტოს ნახავდნენ, ორმაგად ექნებოდათ სურვილი ბიჭთან პაემანი დაენიშნათ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ბიჭმა ბიოგრაფიაშიც კი მიუთითა, რომ დიახ, ანჯელა სერიალ ოფისიდან მისი დეიდაა.