American Horror Story-ის ახალი სეზონის 5 შემაძრწუნებელი ტიზერი და პოსტერი
American Horror Story-ის მერვე სეზონი, რომ სიურპრიზებით არის სავსე, ამაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით. ჯერ იყო და გვამცნეს, რომ ლეგენდარული ჯოან კოლინზი სერიალში ითამაშებდა, ეს არ იკმარეს და ცოტა ხნის წინ გამოგვიცხადეს, რომ არც მეტი, არც ნაკლები თვით ჯესიკა ლენგი გვიბრუნდებოდა, თანაც იმ შესანიშნავი როლით, რომელიც მან შოუს პირველ სეზონში შეასრულა.
და თქვენ გგონიათ ეს ყველაფერია?! სულაც არა, გირჩევთ გარდერობიდან შავი ტანსაცმელი გადმოალაგოთ და მოემზადოთ, Coven-ის ალქაჯები ეკრანს უბრუნდებიან.
ტაისა ფერმიგა, გაბურეი სიბიდე, ლილი რაბე, ფრენსის კონროი და სტივ ნიქსი თამაშში კვლავ ერთვებიან და ყველაზე შეშლილი ჯადოქრების როლს კიდევ ერთხელ მოირგებენ.
ცოტა ხნის წინ სერიალის პირველი პოსტერი გავრცელდა:
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მერვე სეზონში ემა რობერტსიც Coven-ის ჯადოქრის, ედისონ მონტგომერის როლით ბრუნდება.
American Horror Story-ის მერვე სეზონის გამოსვლამდე სულ რაღაც ორი თვე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოუს შემქმნელები ნელ-ნელა ახალ ინფორმაციებს გაგვაცნობენ. მაგალითად ახლახან სერიალის ხუთი, შემზარავი ტიზერი გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ მერვე სეზონში ვიხილავთ მსახიობ კოდი ფერნს, რომელიც სერიალში მიქაელ ლანგდომის როლს შეასრულებს. ლანგდომის პერსონაჟი AHS-ის პირველ სეზონში გამოჩნდა და ის შოუს მაყურებლებისთვის უცნობი არ არის.
რაც შეეხება მერვე სეზონის თემას, მკვლელი სახლის, ფსიქიატრიულის, ფრიკ-შოუს, სასტუმროს, როანოკისა და კულტის შემდეგ, წინ აპოკალიფსი გველოდება.
როგორც უკვე იცით, რაიან მერფის სერიალის, AHS, მერვე სეზონში წინა სეზონების - Murder House-ისა და Coven-ის პერსონაჟებს ვიხილავთ. როგორც სერიალის შემქმნელი გვარწმუნებს, ჯადოქრებს მერვე სეზონში დიდი ამბები ელით.
შოუს მერვე სეზონში კვლავ ვიხილავთ სარა პოლსონს, ემა რობერტსს, ივან პეტერსსა და კეტი ბეიტსს. დადასუტებულია ისიც, რომ სერიალში ლეგენდარული ჯოან კოლინზი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ FX-ის გადაწყვეტილებით შოუ არხზე კიდევ ორი სეზონით განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშინელებათა ჟანრის სერიალის ხილვის საშუალება 2020 წლის ჩათვლით გვექნება.
სერიალის პრემიერა 12 სექტემბერს შედგება.
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
კომენტარები