მსახიობმა ჯიმ კერიმ, რომელიც საკუთარი არაჩვეულებრივი სამსახიობო ნიჭით არის ცნობილი, რამდენიმე თვის წინ სრულიად სამყაროს გააგებინა, რომ ის გენიალური მხატვარიცაა.

კერი პოლიტიკურ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ თემებს ყოველთვის ეხმიანება საკუთარი მხატვრობით და გამონაკლისი არც ლეგენდარული არეტა ფრანკლინის გარდაცვალება იყო.

"შეხედეთ, რა ლამაზი შეიძლება იყოს ცხოვრება. მადლობა არეტა!", - ამ წარწერით გამოაქვეყნა არეტა ფრანკლინისთვის მიძღვნილი ნახატი.

სოულის ლეგენდა არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვალების დროს, საკუთარ სახლში, დეტროიტში იმყოფებოდა.