გახსოვთ 6 წლის გოგო, რომელმაც დედის ბარათით ამაზონიდან $350-ის ღირებულების სათამაშოები ჩუმად გამოიწერა?

როგორც აღმოჩნდა, პატარა კეტლინი უბრალოდ ჭკვიანი და მოხერხებული კი არაა, მას ძალიან კეთილი გულიც აქვს.

მან სათამაშოები ბავშვთა საავადმყოფოს აჩუქა, რომელშიც წარსულში თავად გადიოდა მკურნალობას, რადგან უნდოდა ის ბავშვები გაებედნიერებინა, რომლებიც ავად არიან.